ქუთაისის N6 საჯარო სკოლის მასწავლებლები მერიამ დააჯილდოვა
27-10-2021

პედაგოგთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები  დააჯილდოვა.

ჯილდო ქუთაისის N6 საჯარო სკოლის ორ მასწავლებელსაც გადაეცა.

,,ჩვენი სკოლის ორი ღირსეული და წამყვანი პედაგოგი - ნინო თაგვაძე და დავით ჩივაძე მერიამ დააჯილდოვა. ვულოცავთ მათ და ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგს დღევანდელ დღეს და ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში", - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

მასწავლებლთა პროფესიული დღე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, 5 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203