ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო დოკუმენტური ფილმების კლუბის წევრები გახდებიან
27-10-2021
ქუთაისის N14 საჯარო სკოლის პედაგოგი  Cine Doc-ის წევრი გახდა. მისი თქმით ამ მიზნისთის დაუღალავად შრომობდა.

„მადლობა ქალბატონ ნონა ჩუბინიძეს ამ დაუვიწყარი სამი დღისთვის, რომ გავხდი Cine Doc-ის წევრი. მართალია იყო  ზაფხულის დღეების დაუღალავი შრომა, მაგრამ 22, 23, 24 ოქტომბერს მქონდა ბედნიერება კავკასიის სახლში მომესმინა და შევხვედროდი ამ ნიჭიერ ადამიანებს: რეჟისორ გიორგი მრევლიშვილს, გიორგი ჭანტურიას - არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „განათლება ყველასათვის“, რეჟისორ ნინო ორჯონიკიძესა და ვანო არსენიშვილს. აგრეთვე ჯგუფის ორგანიზატორს და ხელმძღვანელს ბატონ არჩილ ხეთაგურს და მათ წევრებს ილიანას როგორც ასე უწოდებენ, სოფო გოგოხიას,
ქეთი ცირიკიძეს", - ამბობს პედაგოგი.
     
როგორც პედაგოგი თამარ გაბისონია აღნიშნავს მოსწავლეებისთვის შეიქმნება და ჩამოყალიბდება Cine Doc - მსოფლიო დოკუმენტური ფილმების კლუბი, რომლის წევრებიც ქუთაისის N14  საჯარო სკოლის ბავშვები გახდებიანა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203