ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა 
27-10-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ კაჟაშვილი, დავით ჭეღელიძე, ნინი გოჩაშვილი, სალომე შავერდაშვილი, თინათინ გულიაშვილი, მარიამ გულიაშვილი, ცოტნე კაჟაშვილი, ნინო მამაცაშვილი, მერაბ ბოხაშვილი, ტატო სიდამონიძე, საბა ხუციშვილი, ელენე კვენიაშვილი, ლერი გურული, თინათინ ოსაძე და ირაკლი გულიაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203