ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა კუტალაძემ კოსმეტიკის მავნებლობის თემაზე საჯარო ლექცია გამართა
27-10-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ნიკა კუტალაძემ სკოლაში კოსმეტიკის მავნებლობის თემაზე საჯარო ლეექცია გამართა.

ლექციის მიზანი იყო, მსმენელებისთვის გაეზიარებინა ცოდნა იმ მავნებელი ქიმიური მინარევების შესახებ, რომელსაც ბევრი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს.

მოსწავლემ საჯარო ლექციაზე „კოსმეტიკური კოშმარი" ისეთ ნივთიერებებზე ისაუბრა, როგორიცაა გლიკოლები, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პარაბენები, პიგმენეტები და ა.შ. რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203