ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
27-10-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნათია გაზაშვილი, ნინო თინიკაშვილი, ლანა ჯაბიშვილი, გეგელა გეგელაშვილი, თემო მასურაშვილი, თათია ყაჩლავაშვილი და რუსა ივანიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203