კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ
27-10-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ელენე დუმბაძე, თორნიკე კვაჭანტირაძე, ნიკა ესაძე, ანი გუნთაიშვილი, შოთიკო შაქარიშვილი, ნიკა თედორაძე, ლიზი კუტალაძე და ნუციკო ბარამიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203