„ეტალონმა“ ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
27-10-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ღვინაშვილი, ნინო გეთიაშვილი, თამუნა შიოშვილი, ლიზი შავლიაშვილი, ნია ღვინაშვილი, ავთო ღვინაშვილი, საბა შანყულაშვილი, ანა ტურაშვილი და ნათია ტურაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გურჯაანელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203