დაგვას საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ რომეო კარაპუტაძეს ოქროს მედალი გადაეცა
27-10-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ რომეო კარაპუტაძეს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა.

სკოლის დირექცია საამაყო კურსდამთავრებულს ულოცავს კუთვნილი ჯილდოს მიღებას.

„დაგვას საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს, რომეო კარაპუტაძეს ოქროს მედალის მიღებას. გვიყვარხარ! გვეიმედები“, - წერია დირექციის მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203