ზიკილიის საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეხვედრა გაიმართა
27-10-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში, კლიმატის ცვლილების მოქმედებათა დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, გეოგრაფიის მასწავლებელმა X კლასის მოწავლეებთან და ეკო კლუბ "ბეღურების“ წევრებთან ერთად, პროექტი „მწვანე გარემო“ განახორციელა. 

პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნაჩვენები იყო, თუ როგორ ზემოქმედებს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური დათბობა. მოსწავლეებმა პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.

„კლიმატის ცვლილების მოქმედებათა დღესთან დაკავშირებით, ზიკილიის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა X კლასის მოწავლეებთან და ეკო კლუბ "ბეღურების“ წევრებთან ერთად ახალი სკოლის მოდელის პროექტის ფარგლებში განხორციელა გარემოს დაცვითი სასკოლო პროექტი  - „მწვანე გარემო". პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროეტი, სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები, თუ როგორ ზემოქმედებს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური დათბობა, მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზე. 
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203