ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საინტერესო სასწავლო პროექტი განხორციელდა
27-10-2021
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის II კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ეკატერინე კვირკველიას ხელმძღვნალეობით გრძელვადიანი სასწავლო პროექტი - „ფრინველები“ განახორციელეს.

პროექტი ფრინველების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიწყეს.

მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა ჩაატარეს და რაც მთავარია, მიიღეს ფასდაუდებელი ცოდნა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ.

„IIკლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ეკატერინე კვირკველია) ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიწყეს და განახორციელეს გრძელვადიანი სასწავლო პროექტი - „ფრინველები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ ონლაინ შეხვედრა ბუნების კონსერვაცია საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან, დაჩი შოშიტაშვილთან, რომელიც ესაუბრა ბავშვებს ურბანულ ბოიმრავალფეროვნებაზე. მოსწვლეები, ეწვიენ ზოოპარკს, სადაც მონაწილეობა მიიღეს ფრინველებთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამაში. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს აპლიკაციები, მაკეტები, მოამზადეს ასაკის შესაბამისი პრეზენტაციები.  მშობელთა ჩართულობითა და მოსწავლეთა აქტიურობით პროექტი წარმატებით განხორციელდა“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203