მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
27-10-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ და მათ ყოველ წარმატებულ ნაბიჯს მშობლიური სკოლა საზოგადოებას სიამაყით აცნობს.

მოსწავლეებმა მშობლიური სკოლა ამჯერადაც ასახელეს და სპორტულ კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

„მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო პროექტი „შემეცნებითი დისტანციური  ბანაკი“ - აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს, ნატა ნაკაიძეს შემეცნებით დისტანციურ ბანაკში - „ოქროს ლიგა“ I ადგილის დაკავებას და ასევე სპორტულ ვიქტორინაში გამარჯვებას! ვულოცავთ გელა მაკარაძეს და მარიამ მაკარაძეს აქტიური მონაწილეობისათვის. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტს ბატონ გია ბეგიაშვილს და მის გუნდს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ შოთა ხაბარელს, ასეთი საინტერესო სასკოლო პროექტის - „შემეცნებითი დისტანციური ბანაკი“ მოწყობისათვის და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობისათვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203