ქუთაისის N40 სკოლის მესამეკლასელებმა პედაგოგებს ღვაწლისა და ამაგისთვის გულწრფელი მადლობა ლამაზი ვიდეორგოლის საშუალებით გადაუხადეს
27-10-2021

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცეს. 

მესამეკლასელებმა, დამრიგებლის ინგა მეტონიძის ხელმძღვანელობით, მასწავლებლებს ლამაზი ვიდეორგოლი მიუძღვნეს. 

„თუ ვინმე კვარცხლბეკზე უნდა დააყენო, მასწავლებელი განათავსე, ისინი საზოგადოების გმირები არიან“...
მე-3ბ კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ინგა მეტონიძე) გულწრფელ მადლობას უხდიან მასწავლებლებს!
აღნიშნავენ, რომ „პედაგოგოგი განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც საკუთარ სიყვარულს და შემოქმედებას იყენებს, მოსწავლეში იშვიათ ნიჭს პოულობს და ხელს უწყობს მის განვითარებას, ეხმარება მათ ოცნებაში, სწავლაში და სირთულეების დაძლევაში“... მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გილოცავთ!“,- ასეთი მინაწერი ახლავს სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203