თბილისის N202 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის საგურამოში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩაატარეს
27-10-2021
თბილისის N202 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის საგურამოში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩაატარეს.

მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად დისკუსისს რეჟიმში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა გაიხსენეს.

ბავშვები თითოეულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ჩვენ ეს შევძელით! თბილისის N202 საჯარო სკოლამ ღია გაკვეთილი ჩაატარა საგურამოში. მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებლებთან ერთად დისკუსიის რეჟიმში გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. ღია სივრცეში ოქროსფერი შემოდგომის შეგრძნება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სკოლის აღსაზრდელებისათვის. უღრმესი მადლობა ისნის გამგეობას ასეთი საინტერესო და ძალიან სასიამოვნო ღონისძიების მოწყობისთვის! კატერით გასეირნება ჩვენი ბავშვებისთვის დაუვიწყარ ემოციად დარჩება“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203