ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
27-10-2021
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მათე ზაკალაშვილი, ნიკა მაზანიშვილი და ნუცა სიბაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გურჯაანელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს