თბილისის N103 სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი წიგნების პრეზენტაციით აღნიშნეს
27-10-2021

27 ოქტომბერი დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების და ქართული საბავშვო წიგნის დღეა! ეს დღე თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი წიგნებისა და დიორამის პრეზენტაციით აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო დიდი იაკობის ღვაწლისადმი მადლიერების გამოხატვა და ქართული წიგნის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203