ქობულეთის N3 სკოლის პედაგოგმა, ლალი აბაშიძემ პირველკლასელებს ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დააწყებინა
27-10-2021
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პედაგოგ ლალი აბაშიძის ძელმძღვანელობით ანბანის ჯადოსნური კარი საზეიმო გაკვეთილით შეაღეს.

ბავშვებმა ანბანის სწავლა სახალისო და საინტერესო აქტივობებით დაიწყეს, რომელიც მათ მასწავლებელმა მოუწყო.

„ჩვენი სკოლის პირველკლასელთათვის ანბანის ჯადოსნური კარი გაიღო. საზეიმოდ აიხსნა პირველი ასოები, გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით. ვულოცავ, ჩემს პატარებს, ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს ვუსურვებ“, - წერს პედაგოგი ლალი აბაშიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203