ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორის პროექტი საერთაშორისო პლატფორმაზე განხორციელდება
27-10-2021
ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა ხობელიას პროექტი, რომელიც ჯანსაღი კვებისა და ჯანმრთელობის შესახებაა, თურქეთის ერთ-ერთი სკოლის პარტნიორობით განხორციელდება. 

აღნიშნულ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს. 

მანანა ხობელიას პროექტი etwinning-ის ადმინისტრაციამ დაამტკიცა. 

სკოლაში იმედოვნებენ, რომ პროექტით სხვა ქვეყნების სკოლებიც დაინტერესდებიან.

„ჩვენი სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა აქტიურად არის ჩართული etwinning-ის პლატფორმაზე განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში. ამჯერად, etwinning-ის ადმინისტრაციამ დაამტკიცა  ჩვენი სკოლის მათემატიკის მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის, მანანა ხობელიას მიერ ინიცირებულ პროექტი „ჯანსაღი კვება და ჯანმრთელობა“. პროექტი განხორციელდება თურქეთის ერთ-ერთი სკოლის პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში დაიგეგმება უამრავი საინტერესო აქტივობა ჯანსაღი კვებისა და მოზარდთა შორის ავადობის პირდაპირი კავშირის გამოვლენის მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის გარდა პროექტს სხვა დაინტერესებული ქვეყნის სკოლები გამოუჩნდებიან“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფაილი ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203