ხრიალეთის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე „ეტალონმა“ დააჯილდოვა 
27-10-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის 2 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • მარიამ კალანდაძე  - VIII კლასი;
  • მარიამ გიორგაძე  - VIII კლასი.
ორივე მათგანს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.

26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203