საყუნეთის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
27-10-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტატუსი აიმაღლა.

სკოლაში პედაგოგი ლელა შუბითიძე - მუსიკას, დიანა ვედიაკოვი - ისტორიას, ლელა გელაშვილი კი სამოქალაქო განათლებას ასწავლის. 

სკოლის საქმისმწარმოებელი, ნატო დვალაშვილი პედაგოგებს ამ წარმატებას მთელი სკოლის სახელით ულოცავს. 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედკოლექტივი, მუსიკის მასწავლებელს - ლელა  შუბითიძეს, ისტორიის მასწავლებელს - დიანა ვედიაკოვს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - ლელა გელაშვილს ვულოცავთ მიღწეულ შედეგებს - უფროსი მასწავლებლის სტატუსს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებებს.
ვფიქრობთ, მასწავლებლების წარმატება ჩვენს სკოლაში არსებულ სასწავლო გარემოს კიდევ ბევრად პოზიტიურს გახდის და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება პედაგოგებს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203