ძიმითის საჯარო სკოლის 14 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის 14 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- ნინი მგელაძე;
- დურმიშხან კერძევაძე;
- ელენე ქართველიშვილი;
- სოფიკო დეკანოიძე;
- თეკლა სალუქვაძე;
- მარიამ რუსიძე;
- ნიკოლოზ სამსონია;
- გიორგი თავდიშვილი;
- მარიამი სვანიძე;
- მარიამ ჩხაიძე;
- ანანო ქართველიშვილი;
- ნინო კვანჭიანი;
- ნინო გაგლოშვილი;
- ანიტა პატიეშვილი.
მათგან 2 მოსწავლე მეათეკლასელი ნინო კვანჭიანი და მერვეკლასელი ნიკოლოზ სამსონია კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ოზურგეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: