ქსნის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულთა და მასწავლებელთა წარმატებით ამაყობს
27-10-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. 

სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ, ხოლო სპეციალურმა მასწავლებლებმა გამოცდაზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს. 

სკოლის დირექცია ამაყობს მათი მიღწევებით და თითოეულ მათგანს უდიდეს წარმატებას უსურვებს. 

„ნაყოფიერი ზაფხული გვქონდა!
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა უმეტესობა სტუდენტი გახდა, გილოცავთ ამ წარმატებას! მასწავლებლები ამაყობენ თქვენით.
ბელა მასწავლებელს ვულოცავთ გამოცდის ჩაბარებას, ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას!
გაგვახარეს ჩვენმა სპეც.მასწავლებლებმა, მათ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს გამოცდაზე. ვამაყობთ თქვენით!
წინ ბევრი წარმატებაა“,- წერს სკოლის დირექცია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203