ჯვარის N1 სკოლის მასწავლებელი ლელა ჯღამაია გარემოსდაცვითი პროექტებისთვის ორი ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა
27-10-2021
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელ ლელა ჯღამაიას, ეკოლოგიის შესახებ განხორციელებულიი პროექტებისთვის, ორი ხარისხის ნიშანი გადაეცა. 

ლელა ჯღამაია სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, მან eTwinning-ში ორი ხარისხის ნიშანი მოიპივა. 

მისი პროექტების სახელწოდება იყო „დედამიწის მცველები“ და „წყალი სიცოცხლეა". 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აღნიშნული პროექტების განხორციელებაში სკოლის მერვეკლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

„მადლობა eTWINNINGPLUS-ის საქართველოს მენეჯერს ქალბატონ ხატია მატკავას, ევროპის უნივერსიტეტის აპელირებულ პროფესორს ქალბატონ მაია ბლიაძეს, მადლობა ქართველი პედაგოგების საუკეთესო გუნდს.
უღრმესი მადლობა პროექტის ავტორს, ქალბატონ ნინო-ირმა ღანიაშვილს, მეგზურობისთვის.
ჩვენი შრომის შედეგი პროექტში - „წყალი სიცოცხლეა“ მეორე ეროვნული ხარისხის ნიშანი.
უღრმესი მადლობა eTwinning-ს, ქალბატონ ხატიას, პროექტის ხელმძღვანელს - იზო ხვიჩავას და თქვენ, ჩემო მერვეკლასელებო“,- წერს მასწავლებელი ლელა ჯღამაია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203