ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
27-10-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ მინაძე, ნინო მეარაყიშვილი, სალომე ახალკაცი და დავით ნოზაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ქარელის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს