თბილისის N178 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
26-10-2021
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
სკოლის დირექცია საამაყო, მისაბაძ კურსდამთავრებულებს ულოცავს ამ წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულები. თქვენი განათლებისა და პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს. მუდამ გამარჯვებულები იყავით ცხოვრების ყველა ეტაპზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ჯერ-ჯერობით პირველ გამარჯვებას“, - წერია მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს