წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში თემატური ღონისძიებით შეხვდნენ
05-02-2018
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის 103-ე სკოლის მესამე კლასელებმა პედაგოგ, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით თემატური ღონისძიება გამართეს და უკვე მესამედ შეუერთდნენ ყოველწლიურ, ტრადიციულ, საგანმანათლებლო მსოფლიოში ცნობილ ღონისძიებას.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა კლასში წაიკითხეს ამონარიდები საყვარელი ნაწაროებებიდან, სკოლის ბიბლიოთეკაში კი პედაგოგმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,იავნანამ რა ჰქმნა?! “ წაიკითხა, შემდეგ კი ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი ,,იავნანა“ ნახეს.
თბილისის 103-ე სკოლაში წიგნის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილ აქტივობას მხარდაჭრა გაუწია მანდატურმა, დიანა ნავასარდოვმა და პედაგოგმა, ეკა ყარყარაშვილმა. ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და პატარა მოსწავლეებმა მეორე დღეს მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება პირველად 2016 წლის 24 თებერვალს ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს