ატოცის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
26-10-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ქარელის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ნინო ხარაზიშვილს, ნათია როსტომაშვილს, ბეგლარ სტეფანიშვილს, მამუკა კილასონიას, სანდრო ნოზაძეს, მარიამ ზანაძეს, მარიამ ბირთველიშვილს, დათო ბოლოთაშვილს, ვახტანგ ზანაძეს, ლელა ზანაძეს, საბა ხარაზიშვილს, გოჩა კარაპეტოვს, ანა ბირთველიშვილს, ეკა კარაპეტოვსა და ელენე ცერცვაძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქარელელი მოსწავლეებისთვის, დღეს, 26 ოქტომბერს იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203