თამარაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ალიბეგაშვილი „ეტალონმა“ დააჯილდოვა
26-10-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ალიბეგაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

ქარელის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქარელელი მოსწავლეებისთვის, დღეს, 26 ოქტომბერს იმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203