მარტყოფის N1 სკოლის პედაგოგმა, თამარ კენკაძემ დებატებისა და კლუბის მართვის ტექნიკა შეისწავლა
26-10-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი თამარ კენკაძე საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ინიციატივით გამართული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

პედაგოგს მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითი ღონისძიების ცერემონიაზე კუთვნილი ჯილდო - სერტიფიკატი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გზით შერჩეულმა მასწავლებლებმა დებატებისა და კლუბის მართვის ტექნიკა შეისწავლეს.

„საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულ 18 მასწავლებელს შორის ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი თამარ კენკაძეა. სტუმრად ვიმყოფებოდით ილიას უნივერსიტეტში სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალზე. ვულოცავთ თამრიკო მასწავლებელს ამ წარმატებას  და გვიხარია, რომ მალე სკოლაში დებატების კლუბი დაიწყებს ფუნქციონირებას“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203