ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში დაუვიწყარი გაკვეთილი ჩაუტარდათ
26-10-2021
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების განსაკუთრებული გაკვეთილი პედაგოგმა, ნათია ბოლქვაძემ ჩაუტარა.

პედაგოგმა ბავშვებს თვალსაჩინოებისთვის ზღვის გოჭი, იხვის ჭუკი, ბაჭია, კნუტი და ფერად-ფერადი თევზები მიუყვანა.

ბავშვები ცხოველებს დიდი ოვაციებით შეხვდნენ და მასწავლებლის უდიდესი დამსახურებით, ეს დღე მათ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა.

„გოგონა, მოსიარულე ზოოპარკით. ზღვის გოჭი-პუშოკი, იხვის ჭუკი - ჭუკა, სამი ბაჭია, ორი კნუტი და ფერად-ფერადი თევზები. აქვე მხიარული ჟრიამული, აღფრთოვანებული თვალები, აღტაცების შეძახილები. ასეთია ჩემი „საარსებო გარემო“. ჰო და რა დამაბერებს?! ჩვენი სკოლა  სიხარულის სახლია“, - წერს პედაგოგი ნათია ბოლქვაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203