ზედა საქარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
26-10-2021
ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „დედა ენის“ შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.

პედაგოგმა პატარა მოსწავლეებს განსაკუთრებული გაკვეთილი ჩაუტარა, რომელშიც პირველკლასელები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

ბავშვებს მასწავლებელმა თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახიც დაახვედრა, რამაც მოსწავლეებზე დადებითად იმოქმედა.

„ჩამოვიტანე ავი ჭაობის ციება; მაგრამ თანაც ჩამოვაცოცე ვეებერთელა რვეული, გაჭიკნილი ხალხური ზღაპრებით, არაკებით, ლექსებით და შევუდეგ „დედაენის“ შედგენასა და გამოცემასა“ - ასე აღწერს იაკობ გოგებაშვილი „დედა ენის“ მომზადების პროცესს. ჩვენ კი გვასწავლის ინგა მასწავლებელი თითის გაყოლებას ოქროს ძაფით მოქარგულ ასოებზე, რათა შევაღოთ ფერადი სამყაროს ჯადოსნური კარი და ჩვენი პატარა ხელებით მოვაჩუქურთმოთ „აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო“, -  ასეთი სიყვარულით საუბრობენ პირველკლასელები.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203