„თვალმერცხალა გოგონებო და ბიჭებო, წარმატებულ მოსწავლეობას გისურვებთ“- იდლიანის საჯარო სკოლის პედაგოგის მარინე ჭკადუას მიმართვა პირველკლასელებს
26-10-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე ჭკადუა თავის სადამრიგებლო კლასს გვაცნობს. 

მარინე ჭკადუა პირველკლასელების დამრიგებელია. 

იგი მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა. სკოლის პირველ დღეს პატარების კლასი ბუშტებით საზეიმოდ იყო მორთული.

პედაგოგი მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.

„ჩემი  სადამრიგებლო პირველი კლასი. ჩვენო ბეჯითო პატარებო, თვალმერცხალა გოგონებო და ბიჭებო, წინსვლასა და წარმატებულ მოსწავლეობას გისურვებთ“,- წერს პედაგოგი მარინე ჭკადუა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203