ქუთაისის N40 სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავენ
26-10-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან საკლასო სივრცეში მიმდინარეობს.
სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ბავშვებისთვის სკოლაში ასევე, თვალსაჩინოებისთვის მრავალი სასწავლო რესურსია.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებს სკოლაში განსაკუთრებულად დახვდნენ.
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ამჯერად ჩვეულ გარემოში - სასკოლო სივრცეში, რასაც ასე მოუთმენლად ველოდით. ჩვენს პირველკლასელებს დავულოცავთ პირველ ნაბიჯებს სკოლაში და ბედნიერ, წარმატებულ, საინტერესო სასკოლო ცხოვრებას ვუსურვებთ“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს