თბილისის N32 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით დაიწყეს
26-10-2021
თბილისის N32 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.

პატარა მოსწავლეებს პედაგოგებმა საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დატვირთული საგაკვეთილო პროცესი შესთავაზეს.

მოსწავლეები გაკვეთილში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პედაგოგებმა თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახები დაახვედრეს და ბავშვების მოტივაცია ამით კიდევ უფრო ამაღლდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203