„მადლობა მას და მის ოჯახს სკოლის გარემოზე ზრუნვისთვის“-ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელმა, ლილე გოგიაშვილმა ნერგები დარგო
26-10-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელმა, ლილე გოგიაშვილმა გარემოზე ზრუნვის მიზნით, ბზისა და როზმარინის ნერგები დარგო.
პირველკლასელმა და მისმა ოჯახმა ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად სკოლას სხვადასხვა ჯიშის ხეების ნერგები შესწირეს.
სკოლის დირექციის თქმით, მათი მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და მწვანე გარემო მნიშვნელოვანია; აღსანიშნავია, რომ პირველკლასელის სამაგალითო საქციელი ნამდვილად მისაბაძია.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და გამწვანებული გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. პირველკლასელმა ლილე გოგილაშვილმა ბზისა და როზმარინის ნერგები შემოგვწირა და დარგო. მადლობა მას და მის ოჯახს სკოლის გარემოზე ზრუნვისთვის. ჩვენთვის ეს მისაღები და სასიხარულოა“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს