დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაბლის ნერგები დარგეს
26-10-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წაბლის ხის ნერგები დარგეს.
სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია და მათ პედაგოგები მსგავსი აქტივობების განხორციელბაში ხელს ყოველთვის უწყობენ.
„22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1874 წელს, ამერიკელი ბოტანიკოსის, სტერლინგ მორტონის მიერ დაარსდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკული ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წაბლის ხის ნერგები დარგეს, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. მსგავს აქტივობებსა და ბუნების გაჯანსაღების პროცესში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად ღებულობენ მონაწილეობას პედაგოგების დამსახურებითა და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს