სანამ ბავშვების სახლში წასაყვანად ტრანსპორტი მივა, ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს თამაშობენ
26-10-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეები გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს ჭადრაკს თამაშობენ.
გაკვეთილების ბოლოს, სანამ სკოლაში ბავშვების სახლში წასაყვანად ტრანსპორტი მოვა, მოსწავლეები დროს ნაყოფიერად და საინტერესოდ ატარებენ.
გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები ინტელექტუალური ან სპორტული აქტივობით იქნებიან დაკავებული.