ზესტაფონის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ცერცვაძე ესეების კონკურსის ფინალში მონაწილეობდა
26-10-2021
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ცერცვაძე ესეების კონკურსში მონაწილეობს.
კონკურსი, რომლის სახელწოდებაცაა „ვწერ თავისუფალ თემას“ უფროსკლასელებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდა.
აღნიშნული კონკურსის ფინალური ეტაპი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსში სულ 800 მოსწავლე მონაწილეობდა, ფინალური ტურისთვის კი საუკეთესო ნაშრომების ავტორები შეირჩნენ.
სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავთ მარიამს და მის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ქალბატონ შორენა ლეჟავას ამ წარმატებას, ვუსურვებთ ფინალურ ტურშიც გამარჯვებას. გვჯერა, რომ მრავალგიზის გაგვახარებთ მიღწევებით“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს