თბილისის N120 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები გამოფინეს
26-10-2021
თბილისის N120 საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს.

ამჯერად, VI2 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

გამოფენა „შემოდგომა ჩვენს ბაღ-ვენახებში" წელიწადის ულამაზეს დროს მიეძღვნა.

„თბილისის N120 საჯარო სკოლის VI2 კლასის მოსწავლებმა წარმოადგინეს ნამუშევრები გამოფენისათვის - „შემოდგომა ჩვენს ბაღ-ვენახებში“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, აპლიკაციები, კომპოზიციები, მათ შემოდგომის ფერებით დაამშვენებს სკოლის კედლები. მრავალ ოქროსფერ შემოდგომას დაესწარით ხვავითა და ბარაქით“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203