„მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან ოქროს ბიჭები“- ქვედა სიმონეთის N1 სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
26-10-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, სკოლის წარჩინებით დამთავრებისათვის, კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ. 

დაჯილდოვდა სკოლის 2018-2019 წლის სამი წარმატებული კურსდამთავრებული - ჯუბა ღვინეფაძე, იური ქართველიშვილი და დავით ლიკლიკაძე. 

სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის 2018- 2019 წლების წარჩინებული კურსდამთავრებულნი ოქროს მედლებით დააჯილდოვა. 
ეს სამი ახალგაზრდა ჯუბა ღვინეფაძე, იური ქართველიშვილი და დავით ლიკლიკაძე მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან - ოქროს ბიჭები. 
უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მათ.
რა ბედნიერი ხარ საქართველოვ, ასეთი ოქრო ბიჭები რომ გვყავს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203