ფახულანის თემის N1 სკოლის ეკოკლუბმა ნახატების კონკურსი ჩაატარა
26-10-2021
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ესკედამ“ თემაზე - „შემოდგომა“ ნახატების კონკურსი ჩაატარა.
კონკურსის გამარჯვებულები ფარული კენჭისყრით გამოვლინდნენ.
„მონაწილეებმა ძალზედ საინტერესოდ აღგვიწერს მათი თვალით დანახული წელიწადის ეს დრო ნახატების კონკურსმა დიდი საშემოდგომო განწყობა შემოიტანა სკოლაში. მადლობას ვუხდით ჩვენს მონაწილეებს დაინტერესებისთვის; მადლობა რომ შეგვიქმენით საშემოდგომო განწყობა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ფარული კენჭისყრით - ხმის მიცემა შეეძლო პირს, რომელიც აღნიშნული იყო სპეციალურად შედგენილ ამომრჩეველთა სიაში არჩევნები ჩატარდა ყველა რეკომენდაციის მკაცრი დაცვით. ეკოკლუბელებმა ამ აქტივობის განხორციელებით ავღნიშნეთ ულამაზესი წელიწადის დროის „შემოდგომის“ შემობრძანება აქვე ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარა გაეთავისებინათ არჩევნების ჩატარების ზოგადი საკითხები და აი შედეგებიც - საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა - 29, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა - 25; ბიულეტინთა რაოდენობა-25; ბათილად ცნობილი ბიულეტინთა რაოდენობა - 2; გამარჯვებულები: გოგოხია გიგა, შონია ცირა და გოგოხია ანანო. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, ხოლო მონაწილეებს სერთიფიკატები. მადლობა ყველას“, - წერია ეკოკლუბის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს