„სრულად გარემონტდა და მოეწყო 8 საკლასო ოთახი და ფასადი“- აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები განახლებულ გარემოში სწავლობენ
26-10-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა რეაბილიტირდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ ახალი დასწრებითი სასწავლო წელი სწორედ ამ განახლებულ შენობაში დაიწყო.
სკოლის რვა კლასი სრულად გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
ამიერიდან, სკოლის მოსწავლეები განათლებას მთლიანად მათ ინტერესებზე მორგებულ შენობაში შეძლებენ.
„სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში განახლდა. სწავლის დაწყებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა სიახლეებით შეხვდა. სრულად გარემონტდა და მოეწყო 8 საკლასო ოთახი და ფასადი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს