უბისის საჯარო სკოლის მოსწავლის თამარ მარაქველიძის წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
26-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თამარ მარაქველიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

თამარი ხარაგაულის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203