ხარაგაულის N2 სკოლის მოსწავლე ლიზი შარიქაძე ხარაგაულის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანთა რეიტინგშია
26-10-2021
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი შარიქაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

ლიზიმ ხარაგაულის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203