ბორის საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ ბერაძის წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
26-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, მარიამ ბერაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა.
მარიამმა ხარაგაულის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს