საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მეორე ადგილზეა
26-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო კიკნაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა.

იგი დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მეორე ადგილზეა. 

ნინო კიკნაძემ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის „ეტალონის“ სპეციალური ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203