ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს
26-10-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ხელმძღვანელობით, თბილისის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

მოსწავლეებს მასწავლებელმა ნინო გულბათაშვილმა მთაწმინდის პანთეობი, ბოტანიკური ბაღი, ნარიყალა და მეტეხის ტაძარი დაათვალიერებინა. 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, IX კლასის მასწავლებლის, ნინო გულბათაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო სასკოლო-სასწავლო ექსკურსია. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მთაწმინდის პანთეონი, ბოტანიკური ბაღი, ნარიყალა და მეტეხის ტაძარი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203