წყალტუბოს N1 სკოლაში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს
26-10-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. 

აღნიშნული აქცია FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. 

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ამდროისთვის, ყველაზე მეტი შემოწირულობა II და II კლასებში მოგროვდა. 

„ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში FLEX-ის პროგრამის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის გამართული საქველმოქმედო აქცია, რომელსაც ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა თვითმმართველობა. საკმაოდ ბევრი შემოწირულობა მოიტანეს II (კლასის ხელმძღვანელი ელისო მეტრეველი) და II (კლასის ხელმძღვანელი აზა ნაფეტვარიძე) კლასის მოსწავლეებმა.
საქველმოქმედო აქცია გრძელდება თვის ბოლომდე“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203