ჩაქვის N2 საჯარო სკოლის ახალგაზრდა სპორტსმენებმა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
26-10-2021
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში არსებული თავისუფალი ჭიდაობის წრის ოცმა მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 22-24 ოქტომბერს როსტომ მელაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა და სკოლის ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
„საკმაოდ დაძაბულ და კონკურენტულ ასპარეზობაში ჩვენი სკოლის ახალგაზრდა სპოტსმენებმა მაღალ დონეზე იასპარეზეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს. ოცი მონაწილიდან ექვსმა აიღო პირველი, ორმა მეორე, ხოლო შვიდმა მე-3 ადგილი. ყველა მათგანს გადაეცა მედლები და დიპლომები. ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ წრის ხელმძღვანელს, მალხაზ დარჩიძეს ამ დიდ წარმატებას“, - წერია დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს