ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - საბა მანქანაშვილმა და ასივი უზუნალოვმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
26-10-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

წარმატებული მოსწავლეები არიან: 

  • საბა მანქანაშვილი;
  • ასივი უზუნალოვი.
სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს. 

„საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი.
ჩვენი წარმატებული ბიჭები“,- წერს სკოლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მცხეთელი მოსწავლეებისთვის 8 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მცხეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203