გოკიოს საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა, არეგნაზ ქალაშიანმა პირველკლასელებს სახალისო აქტივობა შესთავაზა
26-10-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა, არეგნაზ ქალაშიანმა პირველკლასელებს სახალისო აქტივობა შესთავაზა.
არეგნაზ ქალაშიანმა საინტერესო საგაკვეთილო პროცესში პატარა მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ.
პედაგოგის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ქართულად ფერების შესწავლა დაიწყეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ერთერთი მოსწავლე ცელქია, ვიფიქრე მათთვის ისეთი აქტივობა შემეთევაზებინა, რომელშიც ყველა ხალისით ჩაერთვებოდა. მოსწავლეებმა მონაწილეობა დიდი ხალისით მიიღეს და მისი გაგრძელება კვლავ სურდათ“, - ამბობს არეგნაზ ქალაშიანი.